თეგებით ძიება

"არ აღმოჩნდა არცერთი მინისტრი, რომელიც ეტყოდა პრემიერს, რომ მთავრობის სხდომაზე რაც თქვა, სისულელეა და მეტჯერ არ გაიმეოროს" - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"საქართველოს მთავრობაში არ აღმოჩნდა ღირსების მქონე არცერთი მინისტრი (პირველ რიგში ეკონომიკური ბლოკიდან), რომელიც ეტყოდა პრემიერ-მინისტრს, რომ რასაც ამ დღეებში მთავრობის სხდომაზე ამბობს, არის სისულელე და მეტჯერ არ გაიმეოროს.
ღარიბაშვილის განცხადებთ, 2022 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქნებაო 5500 დოლარი. ვნახოთ, რამდენი იყო ეს მაჩვენებელი გასული ხუთი წლის განმავლობაში: 2016 წ-4062$, 2017 წ-4358$, 2018წ-4722$, 3019წ-4696$, 2020წ-4255$.

საუკეთესო შემთხვევაში ( წლიური ათი პროცენტით ზრდა) 2021 წელს ეს მაჩვენებელი იქნება 4680$, ხოლო 2022 წელს( მთავრობის მიერ დაპირებული ექვსი პროცენტით ზრდა) 4960$. ეს რიცხვი ძალიან შორსაა ღარიბაშვილის მიერ დასახელებული 5500 დოლარისგან.

რაც შეეხება იმას, რომ მომავალ წელს მშპ იქნება “ისტორიულად ყველზე მაღალი”, 65 მილიარდი ლარი, ეს რომ არაფერს ნიშნავს, პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის. ესაა ე.წ. “ნომინალური მშპ”, რომელიც 650 მილიარდიც კი შეიძლება გახდეს, თუ ფასები ათჯერ გაიზრდება. სინამდვილეში “რეალური მშპ” ( ინფლაციის გათვალისწინებით) მომავალ წელს გაიზრდება მთავრობისვე გეგმით მხოლოდ 6 პროცენტით.
სხვათა შორის, თუ მშპ წინა წელთან შედარებით იზრდება თუნდაც სიმბოლურად, 0,1 პროცენტით, ის ”ისტორიულად ყველაზე მაღალი” გამოდის. ამიტომ, “ისტორიულის” ხსენება თვალში ნაცრის შეყრის არაპროფესიონალური მცდელობაა, როცა ნაცარი თვალების ნაცვლად მხოლოდ ფეხსაცმლის წვერზე ეყრება", - წერს გოცირიძე ფეისბუქზე.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა