თეგებით ძიება

"სწორედ ესაა ვარდების რევოლუციის ტრიუმფი..." - გიორგი კანდელაკი

მოძრაობა "კმარას" ყოფილი წევრი, გიორგი კანდელაკი, სოციალურ ქსელში 2003 წლის ვარდების რევოლუციის მირწევებზე სოციალურ ქსელში წერს.

"2003 წლის 22 ნოემბერს პარლამენტში შეჭრისას მე, როგორც მოძრაობა კმარას 21 წლის აქტივისტს, ცვლილებების ზოგად სურვილთან ერთად კონკრეტული ბოროტებით გამოწვეული ბრაზი მამოძრავებდა - ეს იყო წარმოუდგენელი მასშტაბის მექრთამეობა მისაღებ გამოცდებზე. 23 ნოემბერს, როცა შევარდნაძე გადადგა, ზუსტად ვიცოდი რომ ჩვენი რეალობიდან ეს უდიდესი ბოროტება სამუდამოდ ამოიშანთებოდა. ეს იყო თაობების ტრაგედია და კოლოსალური სოციალური უსამართლობა რომელსაც ჩადიოდნენ ადამიანები რომლებიც საკუთარ თავს ელიტად მიიჩნევდნენ, რომლებიც თვლიდნენ რომ პრესტიჟულ ფაკულტეტებზე „სწავლა” მხოლოდ მათ შვილებს შეეძლოთ და ანაც მათ ვინც 10, 15 თუ 20 ათას დოლარს გდაიხდიდა ქრთამის სახით. როცა ოციოდე სტუდენტმა 2000-2001 წლებში პირველად ვუწოდეთ მათ კრიმინალები და ეროვნული გამოცდების იდეა ხმამაღლა წამოვაყენეთ „ელიტა” უკიდურესად შეურაცხყოფილი იყო - წამოვიდა ტალახის ნიაღვარი, იყო ძველი ბიჭების მოგზავნაც და ძალადობაც.

სწორედ ესაა ვარდების რევოლუციის ტრიუმფი: უამრავი წარმატებული, რეალიზებული ადამიანი რომელსაც მიეცა საკუთარი შრომით - და არა ქრთამით- კარიერისა და ცხოვრების აშენების შანსი. ვარდების რევოლუციის და ეროვნული გამოცდების გარეშე მათ თეორიული შანსიც არ ექნებოდათ. ამ ხალხის წარმატების გარეშე კი საქართველო ბევრად, ბევრად უარესი ქვეყანა იქნებოდა ვიდრე არის და აუცილებლად იქნება", - წერს გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა