თეგებით ძიება

"ვეთანხმები ედუარდ სააკაშვილს. მიშას ურჩევნია იმ ილუზიებში იყოს, რაც მას სიამოვნებს" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას დამფუძნებელი, მესამე პრეზიდენტის შვილის, ედუარდ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ მის მოსაზრებებს ეთანხმება:

"მე ვეთანხმები ედუარდ სააკაშვილის დაკვირვებას და მეც მიმაჩნია, რომ მიშა ოპოზიციაში ბევრს საკუთარი წონის გასაზრდელად და საკუთარი მიზნების მისაღწევად სჭირდება და მას, როგორც ადამიანს არ ხედავს.

ბევრს მართლა ეგონა, რომ სააკაშვილის გამოჩენაზე ბიძინა კანკალს დაიწყებდა, გაიქცეოდა და ისინიც დაიბრუნებდნენ ასე ნანატრ "პალაჟენიას".

ამან გამოიწვია ბევრი უბედურება - მიშას უნარების მითოლოგიზაციის ჩათვლით. ამან გამოიწვია არასწორი მოლოდინების გაჩენაც.
მიშა რომ თავის შვილს არ ეთანხმება, ეგ გასაგებია - მიშა ზოგადად უარს ამბობს რეალობის დანახვაზე და ურჩევნია იმ ილუზიებში იყოს, რაც მას სიამოვნებს.

ურჩევნია ეგონოს, რომ ეს ხალხი მას ეთაყვანება", - წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა