თეგებით ძიება

"ეს არის ყველაზე მაგარი პასუხი… " - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში უარყოფით გამოხმაურებებზე წერს:

"ჩემო ძვირფასო ადამიანებო, არასდროს შემშინებია კრიტიკის, მაგრამ ლანძღვა და შეურაცხყოფა კრიტიკა არა, გესლის გადმონთხევაა. მინდა გითხრათ, რომ ნეგატიურ კომენტარებს არასდროს ვკითხულობ. როცა მეკითხებიან, სისულელეებს როგორ პასუხობო, ჩემი პასუხია, რომ საერთოდ არ ვპასუხობ და ეს არის ყველაზე მაგარი პასუხი… ამით ის ნეგატივი და ბოღმა, რასაც ჩემი მისამართით უშვებენ, ისევ უკან უბრუნდებათ…
ამიტომ, თავს გაუფრთხილდით, იყავით დადებით და პოზიტიურ გარემოში… მე ვცდილობ, სულ ასე ვიყო და არ იცით, რა კარგი და საინტერესოა…
თქვენც სცადეთ!..", - წერს სასულიერო პირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა