თეგებით ძიება

"კოვიდ საშვი ვერ იქნება მუდმივი" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდ საშვი უნდა იყოს დაფუძნებული მეცნიერებაზე და არა პოლიტიკაზე.

"კოვიდ საშვი ვერ იქნება მუდმივი, ის არ არის დაბადების მოწმობა და არ არის პასპორტი!
კოვიდ საშვი უნდა იყოს დაფუძნებული მეცნიერებაზე და არა პოლიტიკაზე!
კოვიდ საშვი არის დამხმარე საშუალება კოდთან ბრძოლაში!
კოვიდ საშვი, კოვიდ ვაქცინა, სამედიცინო პირბადე, სოციალური დისტანცია - ეს არ არის ადამიანთან ბრძოლის იარაღი, ეს არის კოვიდთან ბრძოლის იარაღი!
საქართველოს პირობებში (თუ რა კოვიდ ვითარება არის ახლა, ანუ კატასტროფული), ჩემი აკადემიური (არა პოლიტიკური) მოსაზრებით, რომელიც დაფუძნებულია ბოლო სამეცნიერო კვლევებზე და უახლეს საერთაშორისო გამოცდილებაზე, კოვიდ საშვის სისტემა უნდა გამარტივდეს და შემდეგი კრიტერიუმებით გაიცეს:
ვაქცინირებული 2 დოზა ფაიზერით - ვალიდურობა 6 თვე.
ბუსტერის (სამივე დოზა ფაიზერით უნდა იყოს) შემთხვევაში ვალიდურობა დამატებით 6 თვე.
პსრ ტესტი - ვალიდურობა 72 საათი.
კოვიდ გადატანილი - დადასტურებიდან 11 დღიდან 60 დღემდე.
გვეყოს ადამიანებთან ბრძოლა, ვებრძოლით ვირუსს
იხილეთ მაგალითები ევროკავშირიდან და ისრაელიდან. ორივე შემთხვევაში ვალიდურობა არის 6 თვე.
ევროპული სტანდარტი: ????????
What are the modalities to benefit from the EU health pass?
Three options are possible:
- a complete vaccination schedule
- a negative RT-PCR or antigen test
- a positive RT-PCR or antigen test attesting to recovery from Covid19 dating at least 11 days and less than 6 months.
Please note: for non-vaccinated passengers, the validity of the tests requested varies according to the rules in force in the country of destination.
I am not vaccinated. Is it possible to produce a QR code from my certificate of recovery?
No. The device allows recognition of vaccination abroad. The certificate of reinstatement cannot therefore be registered in this context.
https://www.parisaeroport.fr/.../eu-digital-covid...
ისრაელის სტანდარტი: ????????
Who is eligible for a Green Pass?
Those vaccinated (3 doses, or 2 doses and no more than 6 months from second dose)
Those recovered (for six months from recovery or vaccination after recovery)
12-year-olds and younger with a negative PCR test taken as part of Magen Education Program", - წერს ფხაკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა