თეგებით ძიება

"თავადვე დანიშნავენ ვადამდელს, რომ თავი გადაირჩინონ, კიდევ ერთხელ დააკვირდით კალაძე-ღარიბაშვილს" - მეგი გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მეგი გოცირიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ვადამდელ ერჩევნებს დანიშნავს.

"საქართველოში მიშას ჩამოსვლით, რომ მიძინებულ პოლიტიკურ პროცესს მაღვიძარასავით დაატყდა თავს განგაშის ზარი და პოლიტიკური საწოლიდან ერი და ბერი წამოყარა, ამაზე უკვე არვინ და ვერვინ დავობს ! მიშა რომ არ ჩამოსულიყო და ხიხოსთვის "რუჩნოი" არ ამოეწია, მეორე ტურებს კი არა, პირველი ტურის დასრულებამდე მართლა დაასრულებდა მხოლოდ ენმ კიარა, სრულიად პოლიტიკურ პროცესს და ყველა იმ პარტიას, ვინც დღეს რეალურად იბრძვის. შესაბამისად, მეორე ტურების დადების გარეშე ქუჩაში არავინ გამოვიდოდა გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად და რომც გამოსულიყო, ისე დაგვთხრიდნენ თვალებს , როგორც მაშინ და დამთხრელს, ცხვირწინ გაგვიპრემიერებდნენ და ახლა რა მინდოდა მეთქვა და ცალკე ღარიბაშვილს თუ მოუსმენთ ყურადღებით და ცალკე კალაძეს , უმარტივესად იკითხება , მიშას ფაქტორმა იმდენად მოახვედრა ესენი საერთაშორისო ფოკუსში და იმდენი გლობალური მასშტაბის შეცდომა დააშვებინა, რომ აგერ ნახავთ, ჩვენ თუ ბრძოლას გავაგრძელებთ და საახალწლო მზადებაზე არ გადავერთ ებით, როგორც ყოველთვის და თონეს არ გავაცივებთ, გამწვავებამდე თავადვე დანიშნავენ ვადამდელს, რომ თავი გადაირჩინონ, კიდევ ერთხელ დააკვირდით კალაძე-ღარიბაშვილს და უმალ მიხვდებით, რომ საარჩევნო კამპანია წამოიწყეს და გველოდებიან...", - წერს გოცირიძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა