თეგებით ძიება

"პატარა ვიყავი, ბიძაჩემმა ჩემზე სექსუალური ძალადობა რომ სცადა... მკერდზე მეხებოდა ჩუმად"

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება:


"იმ 16 წლის ბავშვს მინდა გამოვეხმაურო, რომ თქვა, ძმა ძალადობს ჩემზე და დღემდე ცდილობს შემეხოსო.
არასდროს არაფერი არ დამიწერია აქ, მაგრამ არ შემიძლია, ასე გავატარო შენი ამბავი.

ძაან პატარა ვიყავი მეც, ბიძაჩემმა რომ ჩემზე სექსუალური ძალადობა სცადა და კი, სანამ სრულიად შეწყვეტდა ამ ყველაფერს, ხალხის თვალწინ გადაკოცნვის დროსაც კი მკერდზე მეხებოდა ჩუმად.

იმ ოთახში სცადა პირველად, სადაც ყველანი ტელევიზორის საყურებლად ვიკრიბებოდით ხოლმე.
21 წლის ისე გავხდი, არავინ არ იცოდა ეს. ახლა კიდევ უფრო დიდი ვარ, ბევრს მოვუყევი და აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტ გოგოს აქვს ეს ტრავმა, ვიდრე წარმოვიდგენდი.

იცოდე, რომ მარტო არ ხარ. დედაჩემიც ლანძღავს ყველა მოძალადეს და გული უსკდება, მაგრამ თავისმა ძმამ იძალადა ჩემზე და ალბათ წარმოდგენითაც კი ვერ წარმოიდგენს. იმდენად პატარა ვიყავი, რომ ვინმეს უნდა დავეცავი, მაგრამ არა. ახლაც მახსოვს, როგორ მეშინოდა ბიძაჩემის დანახვის.

შეიძლება, შენს ძმას კიდევ უფრო პატარა ასაკში აქვს ძალადობა გადატანილი. თუმცა შენ შენი თავი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიცვა. მეც ფსიქოლოგობა მინდა და საკმაოდ ბევრი მაქვს წაკითხული ბავშების ფსიქოლოგიაზე, რომლებმაც სექსუალური ძალადობა გამოსცადეს. მე დამეხმარა, შეგიძლია შენც წაიკითხო. ჯერ ისევ პატარა ხარ და ძალიან ძლიერი. მართლა მინდა, რომ არ გეშინოდეს არაფრის და თუ შენი სურვილი იქნება, შენს გვერდით ვარ. საზოგადობას ყველაზე დიდი და ცუდი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში. ხმა ვერ ამოვიღე იმიტომ, რომ უმძიმთ მძიმე ისტორიების მოსმენა და ზოგი არც დაგვიჯერებდა. ამის მაგივრად, რომ მხოლოდ ჩვენი დასაცავი სიტყვები ეკეროთ პირზე. სკოლისგან, ოჯახისგან - ყველგან უნდა გაგვეგო, რომ არავინ არ უნდა შეგვეხოს.

მოკლედ, მესმის შენი და გთხოვ, აღარ მისცე შენს ძმას უფლება, თუნდაც თითი დაგაკაროს. არ შეიძლება. შენი სხეული მხოლოდ შენია! ძალიან ბევრის თქმა მინდა შენთვის. არაფერს გთხოვ და უნდა შემისრულო: აღარ მისცე არავის უფლება, რომ შეგეხოს ძალით. იზრუნე შენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, ჯერ პატარა ხარ და ყველაფერი კარგად იქნება. არ ვიცი, თუ ხვდები, რამდენად ძლიერი ხარ, ერთი წაკითხვით მივხვდი, რა მაგარი გოგო ხარ. იცოდე იბრწყინე, იზრუნე მხოლოდ და მხოლოდ შენს თავზე. თუ სურვილი გაქვს, კიდევ გამოგზავნე ანონიმური წერილი და გვითხარი, რომ აღარავინ აღარ შეგეხება, გვითხარი, რომ ძლიერი ხარ და ამის უფლებას არავის არ მისცემ. თუ იგრძნობ, რომ ჩემი გვერდში დგომა გჭირდება, აქ ვარ".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა