თეგებით ძიება

"ეს უკვე სახელმწიფოს მიტაცება არაა, სწორედ ესაა სახელმწიფო გადატრიალება" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენდირექტორი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ბათუმის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

"რაც შეეხება ბათუმს:
როცა უფლებამოსილება შეწყვეტილი და, შესაბამისად, არალეგიტიმური ორგანო ახორციელებს სახელმწიფო ფუნქციას, ეს უკვე სახელმწიფოს მიტაცება არაა, სწორედ ესაა სახელმწიფო გადატრიალება", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

დღეს ბათუმის საკრებულოში ხმაური იყო. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ახლად არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატები შევიდნენ.
ისინი ძველი საკრებულოს დეპუტატების მიერ 2022 წლის ბიუჯეტს განხილვას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ საკრებულოს ძველ შემადგენლობას ამის უფლება არ აქვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა