თეგებით ძიება

"ამ დანაშაულს სჩადის "ოცნება" - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ბათუმის საკრებულში მიმდინარე პროცესებს ეხმაუება:

"ბინა რომ იყიდოთ და სანამ რეგისტრაციის ამონაწერი ამოვა რეესტრში, ყოფილმა მფლობელმა თქვენი ბინა ბანკში დააგირავოს…
ამას ქვია თაღლითობა და სისხლის სამართლის დანაშაულია.
ამ დანაშაულს სჩადის ოცნება ბათუმში ბიუჯეტის მიღებით", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.

დღეს ბათუმის საკრებულოში ხმაური იყო. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ახლად არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატები შევიდნენ.
ისინი ძველი საკრებულოს დეპუტატების მიერ 2022 წლის ბიუჯეტს განხილვას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ საკრებულოს ძველ შემადგენლობას ამის უფლება არ აქვს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა