თეგებით ძიება

"საერთოდაც არ მრცხვენია ამის გამოცხადება" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოგი, ნათია ფანჯიკიძე მადლიერების დღეს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მეგობრებს მადლობას უხდის:

"მადლიერების დღეა აშშ-ში. მხოლოდ ჰალოვინი რომ გადმოვიღეთ (მშვენივრად კი გვიხდება), ვალენტინობაც მოვირგეთ კოხტად, ბარემ მადლიერების დღეც გადმოგვეღო. ერთით მეტი საოჯახო დღესასწაული გვექნებოდა. მადლობას გადავიხდიდით ყველაფრისთვის რაც გვაქვს და ყველაფრისთვის, რაც არ გვაქვს, რაც გვექნება და რაც აგვცდება. და საერთოდაც, მადლობას ვიტყოდით ამქვეყნად ბოდიალისთვის. და კიდევ ასეთ სტატუსს დავწერდით, - მაპატიეთ, რომ სათითაოდ ვერ გიხდით მადლობას, ამიტომ ყველას ერთად გეუბნებით, რომ ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხართ და მადლობელი ვარ მეგობრობისთვის და გკოცნით მაგ ულამაზეს ლოყებზე, მიყვარს მეგობრების ლოყები და მადლობელი ვარ, რომ არსებობს ათასობით ლოყა, რომელსაც შემიძლია ვკოცნო, თუ ჯანი მეყოფა და რომ ჩემი მეგობრების ლოყები მირჩევნია სხვისი მეგობრების ლოყებს და საერთოდაც არ მრცხვენია ამის გამოცხადება. ხოდა მადლობა, უზარმაზარი მადლობა.
ძალიან კარგი იქნებოდა", - წერს ფანჯიკიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა