თეგებით ძიება

„არანაირი გარემოება არაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილის სასამართლოზე დასწრება კვლავ შეზღუდოს“ - ბექა ბასილაია

"მიხეილ სააკაშვილის საქმეზე არ არსებობს ისეთი გარემოება, რომლის გამოც ხელისუფლებამ მისი პროცესზე დასწრება კვლავ შეზღუდოს" - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის სურვილია სასამართლო პროცესს დაესწროს. არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ კვლავ შეზღუდოს მისი დასწრების უფლება. შეკრება არის მშვიდობიანი და ყველა სასამართლო პროცესზე როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ისეთ საქმეებზე, როგორიც შესაძლოა იყოს პრეზიდენტის საქმე, დემონსტრაციები იმართება ხოლმე.

აქედან გამომდინარე, ეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მიყვანის დამაბრკოლებელი გარემოება არ უნდა გახდეს. რაც შეეხება სამედიცინო მაჩვენებლებს, რეაბილიტაციის მიუხედავად, ის აცხადებს, რომ მოძებნის საკუთარ თავში ძალებს და სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა