თეგებით ძიება

ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა.

"მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა ნიუ ჰოსპიტალს. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.

ვახტანგ კალოიანის მხარდაჭერის და დახმარების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ახლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ. ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს", - წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, ელენე ხოტარია 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ ნიუ ჰოსპიტალში მკურნალობდა. მან შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა, ამის საფუძველი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა