თეგებით ძიება

"ფრთხილად, ძალიან ფრთხილად... მალე პატიმრების მხრიდან მოხდება მასიური პროტესტი..." - ირაკლი ლატარია

ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე წერს:

"არავის ვაშინებ, მაგრამ შინაგანი განწყობა მაქვს, რომ ძალიან მალე პატიმრების მხრიდან მოხდება მასიური პროტესტი...
მაშინ, როდესაც არაერთი პატიმარი პაემნის ლოდინშია თან თვეობით და ამავე დროს უყურებენ, თუ როგორ ბუმბულებში და ქვიშის მასაჟებით აცხოვრებენ უმძიმესი დანაშაულებებით გასამართლებულ სააკაშვილს, არ მგონია ამ ყველაფერმა ჩაიაროს უკვალოდ.
მე ჩემი მითქვამს, დანარჩენი კი ვნახოთ.

ძალიან მძიმე საყურებელია, როდესაც შენ ხარ ციხეში რაიმე მსუბუქ დანაშაულზე, ყველაფერს იტან ისე როგორც ეს პატიმრის ცხოვრებაშია და ამავე დროს უყურებ, თუ როგორ დასდევს მთელი სასჯელაღსრულება სააკაშვილს თერმომეტრითა და წნევის აპარატით, არიქა ჩემო მიშა - რამე არ დაგემართოსო.

ფრთხილად, ძალიან ფრთხილად... პატიმრებს შეუძლიათ ითმინონ წლები, მაგრამ ყველაფერი დაამთავრონ ზუსტად ერთ საათში", - წერს ლატარია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა