თეგებით ძიება

"ალბათ ესაა სამშობლოს სიყვარული, ბავშვობის სევდაც და ადამიანად ყოფნისაც" - გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"სულის და სხეულის თანავერმყოფობის, აქ, გარდაცვალებამდე სამყაროში - ბევრი მეტაფორა ვიცით.
,,მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა" - თქვა დავით მეფსალმუნემ. ერთხელ, ესპანელ მოგზაურებთან ერთად ინდიელები მიიჩქაროდნენ და შესვენება ითხოვეს. ორი, სამი დღე უნდა დავყოვდნეთო. მიზეზად ეს თქვეს; ძალიან სწრაფად მივდიოდით და საკუთარ სულებს გავასწარითო. და ელოდნენ სულებს ორი დღე. და ვიცით ასეთიც, როცა სული იქით გასწრებს - ,,მივალ გურიაში მარა, სულმა წინ-წინ გეიპარა". რამხელა ძალაა ამ პატარა, გრამატიკულად უსწორ-მასწორო სტრიქონებში. მარტო გურული თუ იმღერებს ამას, რადგან საკუთარ თავთან, ბავშვობასთან დაბრუნების ჰიმნია. სულს ხომ ყველაფერი ჩაეტევა, ის პატარაობა, მოზრდილობა და რაც უნდა ზამთარში ძალით ქვედა შარვალს გაცმევდნენ, იმასაც მოირგებს სული, შენგან გაპარული და შენთანვე მისული. ალბათ ესაა სამშობლოს სიყვარული, ბავშვობის სევდაც და ადამიანად ყოფნისაც", - წერს ფეისბუქზე კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა