თეგებით ძიება
28. 11. 2021 COVID - 19

ჰოსპიტალური სექტორი მუშაობს ზღვარზე - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორი მუშაობს ზღვარზე.

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი პირველად ჩამოსცდა ცხრა პროცენტს, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

„დადებითობის მაჩვენებელიც ბოლო 7-14დღემდე, პირველად ჩამოსცდა ცხრა პროცენტს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ეს სტაბილიზაციის ნიშნები არის მაღალ რიცხვებზე და ნებისმიერ დროს შეიძლება გაუარესდეს. მიუხედავად ოდნავ პროგრესისა ვაქცინაციის რიცხვებში, ბოლო დღეებია გვაქვს 10 000 და გუშინაც 7 000-მდე აცრა, არ იყო ცოტა, მაგრამ მაინც ცოტაა. გვჭირდება ყოველდღიურად 15 000, 20 000, 30 000 აცრა, რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე და შევაკაოთ ეპიდემია. სიკვდილიანობა გარკვეულად პროპორციულ დამოკიდებულებაშია ახალ შემთხვევათა რაოდენობასთან. ახლა გვაქვს 47 000 აქტიური შემთხვევა. ჰოსპიტალურ სექტორშია 6 500-მდე, მძიმე ავადმყოფია 1 600 და 300-ზე მეტი არის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ამიტომ ჰოსპიტალური სექტორი მუშაობს ზღვარზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 052 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 56 პაციენტი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა