თეგებით ძიება

"ჯერ კიდევ ინვალიდი გთხოვთ, ნარჩენები არ გადაყაროთ. გმადლობთ!" - მარტოხელა ბებოს წერილი ფანჯრის რაფაზე

სცენარისტი და ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს:

"ისევ კარგი ამბისთვის ვარ მოსული.
ბევრმა მომწერეთ და უფრო მეტმა ალბათ ნახეთ.
ქუჩიდან ჩანს ეს პატარა ფანჯარაზე მიკრული პატარა წერილი. ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს ბებო და ძალიან ცუდად იყო. გარეთ სიარულიც არ შეუძლია და ასე, ყურადღებიანი გამვლელის იმედად ჰქონდა დაწერილი ეს პატარა წერილი.

დილას ვიპოვეთ, შეგროვებაც არ დაგვჭირდა და ბებოს უკვე ყველაფერი ექნება ჩავურთეთ გათბობა, ექნება საჭმელი, წამლები, ტანსაცმელი, ახალი ლოგინი და აღარ გადაიხდის გადასახადებს, სანამ ვიქნებით.
ექნება ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა და სიყვარული.
ასეთი ბედნიერება გვქონდეს გულებში ყველას, როგორი სიხარულით სავსე ბებოც დავტოვეთ.
ყველაფერი კარგად იქნება.
იმიტომ, რომ #სიკეთეგადამდებია", - წერს სინჯუკაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა