თეგებით ძიება

"დასტურდება პოსტტრავმული, სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირშია ციხეთა სისტემაში წამების ფაქტთან" - ექიმი სააკშვილზე

დასტურდება პოსტტრავმული, სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირშია ციხეთა სისტემაში წამების ფაქტთან, ასევე არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარინმა.

" იცით, რომ ენცეფალოპატიაზეა საუბარი ვერნიკეს, რომელიც გახლავთ შიმშილობის შედეგი და პაციენტი საჭიროებს სტაციონალურ, მულტიდისციპლინურ მკურნალობა-რეაბილიტაციას. რაც შეეხება სასამართლო პრცესს, გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს. მას იმდაგვარი ფსიქიკური აშლილობა, რომ ვერ წარდგეს სასამართლო პროცესზე, არ აღენიშნება. საქართველოს ციხეთა სისტემაში მისი ყოფნა დაუშვებელია, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს, პატრიმრობიდან 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ის ამჟამად მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა