საქალაქო სასამართლოს ეზოში მედიის წარმომადგენლებს და სააკაშვილის მომხრეებს არ უშვებენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ჟურნალისტებს არც პროცესზე და არც სასამართლოს ტერიტორიის შიდა პერიმეტრზე არ უშვებენ. მედიის წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოს შესასვლელიდან მუშაობენ.
ამასთან, სასამართლოს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ დანარჩენ მოქალაქეებსაც. სასამართლოში უშვებენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სასამართლოში სარჩელი აქვთ შესატანი. პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.
უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით მიზნით სასამართლოს ტერიტორიაზე, მათ შორის წინა და გვერდით შესასვლელიდან მობილიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით პოლიცია.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის და ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. 7 ნოემბრის საქმეში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვთ, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს.
უკვე დამდგარი განაჩენების საფუძველზე, მას დაუსწრებლად, 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.