თეგებით ძიება
29. 11. 2021 COVID - 19

1015 თბილისი, 313 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 068 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 840 593-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,74%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.04%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 477 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 783 987.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 974 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 015

⭕ აჭარა - 47

⭕ იმერეთი - 313

⭕ ქვემო ქართლი - 97

⭕ შიდა ქართლი - 85

⭕ გურია - 43

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 106

⭕ კახეთი - 84

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 46

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 49

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 606 საიდანაც: 6 566 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 607, აჭარაში - 509, იმერეთში - 1 423.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 728 პირი, მათ შორის, თბილისში - 661, აჭარაში - 125, იმერეთში - 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, მათგან თბილისში - 207, აჭარაში - 40, იმერეთში - 35.

1 160 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 710 - თბილისში, 243 - აჭარაში. 36 880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 0.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 660 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა