თეგებით ძიება

"ფოტოგრაფი, რომელიც უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს" - გიორგი აბდალაძე

ფოტოგრაფი, გიორგი აბდალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის მიერ სასამართლო პროცესზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

"ისტორიული კადრი ფოტოგრაფი, რომელიც უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს. ირაკლი გედენიძის ფოტო", - წერს აბდალაძე.

შეგახსენებთ, 2011 წლის 7 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა რამდენიმე პირი. 2018 წლის 22 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა