თეგებით ძიება

ზურაბ ზვიადაური გათავისუფლების შემდეგ ძმის საფლავზე მივიდა

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური გირაოთი გათავისუფლების შემდეგ ძმის საფლავზე მივიდა. ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.



შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს სოფელ წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. დაღულთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ყოფილ პარლამენტარს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ხოლის ჯაბა ჯანგირაშვილი იარაღის დაუდევრად შენახვას.

29 ნოემბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა