თეგებით ძიება

"ერთ პროცესში ჩამოამხო ქოცებს ცხრაწლიანი შავი პიარი და პოლიტიკური ბრალდებები!" - ელისო კილაძე საკაშვილზე

ჟურნალისტი, ელისო კილაძე ეხმაურება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველად წარსდგა, როგორც ბრალდებული.

"ერთ პროცესში ჩამოამხო ქოცებს ცხრაწლიანი შავი პიარი და პოლიტიკური ბრალდებები!
დეტალურად ახსნა ყველაფერი.

ბევრი რამ მეც კი პირველად გავიგე-ბელორუსიის ,ერევნის შეხვედრის და FBI-ის წერილის ჩათვლით !
აი,რა იყო წინა ცხრა წლის მთავარი შეცდომა-ღიად უნდა ეხსნათ ხალხისთვის ყველაფერი !", - წერს კილაძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა, სადაც სადაც 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. მომდევნო სასამართლო სხდომა 23 დეკემბერს ჩაინიშნა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა