თეგებით ძიება

"ამაზე პასუხის გაცემა მოსამართლეებსაც მოუწევთ" - რას წერს ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესს ეხმაურება და წერს, რომ შემდეგ სხდომაზე პროკურორის აცილებას მოითხოვენ.

""პროკურორი" ჯარჯი წიკლაური აცხადებს:

28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს, ეს დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით და ამაზე ბრალდებული სააკაშვილი გვითითებს, რომ ეს არის „პიარული“, - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, როდესაც სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ამასთან, პროკურორის განცხადებით, 7 ნოემბრის საქმეს სააკაშვილმა მანიაკალური გამოძიება უწოდა, „საქმეს, რომელსაც 100 დაზარალებული ადამიანი ჰყავს, რომელთაგან დღეს ბევრი უკვე ცოცხალიც აღარ არის“.

„ჩვენი განსახილველი საქმე სასამართლოს კარგად მოეხსენება, რომ პირველ რიგში, გირგვლიანის საქმეს ეხება. იმიტომ, რომ გააშუქა „ტელეიმედმა“ ეს საქმე, ამიტომ დაარბიეს. გირგვლიანის საქმეზე დღეს მოვისმინეთ, რომ არის მოგონილი და „პიარული“ საქმე“, - განაცხადა პროკურორმა.

გეკითხებით ყველა პროფესიონალ იურისტს და უბრალოდ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანებს: ამ განცხადებას რა ქვია? რაიმე კავშირი აქვს საქმის განხილვასთან ამ პოლიტიკურ და მოეალური დამუნათების ტექსტს? სხვა რა არის პოლიტიკური მიკერძოება?!
ამაზე პასუხის გაცემა მოსამართლეებსაც მოუწევთ, რადგან პირველი, რასაც შემდეგ პროცესზე გავაკეთებ, ამ სამარცხვინო და არაკვალიფიციური "პროკურორის" აცილებას დავაყენებ", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა, სადაც სადაც 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. მომდევნო სასამართლო სხდომა 23 დეკემბერს ჩაინიშნა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა