თეგებით ძიება

სააკაშვილისთვის უკიდურესად პრინციპულია, რომ ამ საქმეს დაესწროს - ნიკა გვარამია ე.წ. პიჯაკების საქმეზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხცადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის უკიდურესად პრინციპულია, რომ 2 დეკემბერს, ე.წ. პიჯაკების საქმეს დაესწროს.

"ჩვენ ვისაუბრეთ მეორე საქმესთან დაკავშირებით, 2 დეკემბერს არის ე.წ პიჯაკების საქმის განხილვა, მისთვის არის უკიდურესად პრინციპული, რომ ამ საქმეს დაესწროს და ვიმედოვნებთ, რომ არანაირი შეფერხება ამ მიმართულებით არ იქნება... "- განაცხადა ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ რამდენიმე საქმეა აღძრული. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის პროცესი გაიმართა, სადაც სადაც 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. აღნიშულ პროცესზე ექსპრეზიდენტი პირველად წარსდგფა როგორც ბრალდებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა