თეგებით ძიება

"სააკაშვილის გამოსვლიდან ყველაზე მეტად სწორედ ეს სიტყვა დამამახსოვრდა: ბოდიში. და ეს მომეწონა" - ლაშა ბუღაძე

მწერალი, ლაშა ბუღაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესს ეხმაურება და მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას სოციალურ ქსელში აფასებს.

ძალიან სამწუხარო და დამთრგუნველია საქართველოს პრეზიდენტის ხილვა გისოსებს მიღმა, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს კათარზისის შესაძლებლობაცაა მისთვის და მას მხოლოდ ისედაც ყველაფერზე ტაშისმკვრელი ფანატიკოსები არ უსმენენ (მით უმეტეს, რომ ტაშისმკვრელთა უმეტესობა მხოლოდ სოციალურ ქსელებში ბაქიბუქობით არის გამორჩეული და საქმე საქმეზე თუ მიდგა, აქციებზე მისვლაც ეთაკილება).

ასევე. ნუ გეშინიათ სიტყვა ბოდიშის. მხოლოდ დაკომპლექსებულ მაჩოიზმს მიაჩნია სისუსტედ შეცდომის აღიარება - არა ივანიშვილის პროკურატურისთვის, არამედ უსამართლობასთან მებრძოლი საზოგადოების წინაშე.

სააკაშვილის გამოსვლიდან ყველაზე მეტად სწორედ ეს სიტყვა დამამახსოვრდა: ბოდიში.
და ეს მომეწონა", - წერს ბუღაძე სოციაურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ რამდენიმე საქმეა აღძრული. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის პროცესი გაიმართა, სადაც სადაც 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. აღნიშულ პროცესზე ექსპრეზიდენტი პირველად წარსდგფა როგორც ბრალდებული.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა