თეგებით ძიება
29. 11. 2021 COVID - 19

"ომიკრონი" უფრო სწრაფად ვრცელდება ახალგაზრდებში, ვიდრე ხანდაზმულებში - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" უფრო სწრაფად ვრცელდება ახალგაზრდებში, ვიდრე ხანდაზმულებში.

მისი განმარტებით, ახალი შტამის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ბერკეტად მაინც ვაქცინაცია რჩება.

"ახალ შტამს გავრცელების უფრო მაღალი სიჩქარე ახასიათებს, თუმცა ექიმები იმ ქვეყნებში, სადაც პაციენტების ამ შტამის მკურნალობის კუთხით პრაქტიკა აქვთ, სიმპტომურად არ აღნიშნავენ, რომ უფრო რთულად მიმდინარეობს, რაც თითქოსდა კეთილსაიმედოა. აღსანიშნავია, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება ახალგაზრდებში, ვიდრე ხანდაზმულებში, მაგრამ აქაც შეიძლება იყოს მოსაზრება, რომ ხანდაზმულები ამ ქვეყნებში 90% -ით აცრილები არიან. შესაბამისად, შესაძლოა, რომ ხანდაზმულები აცრიდან გამომდინარე არიან დაცულები. მოქალაქეებს, ვისაც ახალი შტამი შეხვდათ, არ ჰქონდათ შესაბამისი ვაქცინაცია ჩატარებული. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვან ბერკეტად მაინც ვაქცინაცია რჩება. რაც შეეხება საქართველოში ამის მართვას, პირველი რეკომენდაციები რაც გავეცით, არის გათვალისწინებული.

რაც შეეხება ანტიგენ ტესტირებას, მნიშვნელოვანია PCR ტესტირების ჩართვა, ვინაიდან, ის მეტად უფრო ზუსტია და ანტიგენ ტესტი არის უფრო მეტად სიმპტომურ პაციენტებში გამოსაყენებელი ტესტი და ეს რეკომენდაციებიც დამატებით იქნება შემუშავებული. ჩვენ გავუწევთ რეკომენდაციას, რათა იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა ტიკარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა