თეგებით ძიება
29. 11. 2021 COVID - 19

"ვერ წვები, ზიხარ! თვალის დახუჭვის შიში გაქვს, ძილის შიში... ყველა ვერ უძლებს!" - ლალი გუშიკაშვილი კორონავირუსზე

მოდელი, ლალი გუშიკაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ კოვიდისტორიაზე წერს:

"კოვიდი - არავის შეშინებას არ ვაპირებ, არც დამოძღვრას, არც მე ვარ შეშინებული..8 თვის წინ გადავიტანე და მივხვდი (ან ვერ მივხვდი ბოლომდე), როდესაც წერდნენ:,,შენს წილ ჰაერს გართმევსო". გინდა მხოლოდ ჩაისუნთქო და ამოსუნთქვა გენანება, პირს ვერ აღებ, რომ თითოეული ჟანგბადის მოლეკულა ძალიან მნიშვნელოვანი გეჩვენება! ვერ წვები, ზიხარ! თვალის დახუჭვის შიში გაქვს, ძილის შიში... და მარტო ხარ ამ ბრძოლაში, ვერავინ ვერაფერს გიშველის! არ მინდა ზედმეტი დრამატიზება, ახლა უკვე კარგად ვარ! მაგრამ, ხალხო, მოუფრთხილდით რა თავს და მით უმეტეს, გარშემომყოფებს!!! ყველასთვის ასე არ მთავრდება! ყველა ვერ უძლებს! დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ!!", - წერს გუშიკაშვილი ფეიაბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა