თეგებით ძიება

"შემომხედე! გული არ ხუცდება! და რეიზა არ ხუცდება თუ იცი? " - გიორგი კეკელიძე

მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"შემომხედე!
გული არ ხუცდება! და რეიზა არ ხუცდება თუ იცი? ნამეტარი პატარა დროა ბაღნობიდან სიბერემდე. უნდა იცეკვო და იცეკვო. ბაღნობა იყო ხმელა პური და კარაქი. ომის კუდში ვცხოვრობდით. ბაღნობა იყო ცხენი, ხარი. მერე იყო პაპიროსის თესვა. თამბაქოსი. და ცეკვა.
ადრე ხომ ვცეკობდი? ახლა, ცოტა მუხლი აღარ მიჭრის, მარა უფრო ვცეკობ. იცი რაფერ? სიბერე არის ახალგაზრდობის გულში გამეორება. უკუღმა რეპეტიციასავით გამოდის რაცხა.

სიცოცხლე არის, რას შევადარო ახლა, სიცოცხლეა რა. კარგად თუ ხარ კაია, თუ გაჭირვებული ხარ - აფერი არაა არის. სულ აგია სიცოცხლე.

სიცოცხლე ხომ აფერი არაა და სიკვდილი კიდო უფრო აფერი არაა. კტები და ქრები, მეტი აფერი. მარა, მეიცა. არ მინდა მთლად მასე იყოს. სიკვდილი მოი უფრო უკეთესი იყოს. სიკვდილი იყოს ასე, რომე კტები და ცეკვავ. ცეკვავ და ცეკვავ.
მარა ჯერე სიკვდილმადე რა დროისაა. ხორუმი ხომ გახსოვს? მაქანე რომ ხელს მიიდობ შუბლზე და გახედავ შორს, შორს - მასეა სიკვდილი. დილით გამოვალ, ხელს მივიდობ მასე და დასავლეთისკენ ვიყურები. შორს კი არა, სულ არ ჩანს. და არც გამოჩნდება კაი ხანი.

ვალიკო ირემაძე. მოცეკვავე. ნასაკირალი.
ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი
ტექსტი: გიორგი კეკელიძე

ნათელა გრიგალაშვილის და ჩემი ერთობლივი პროექტი, ლიბერთი ბანკთან ერთად - ფოტო + ტექსტი. პირველი გაჩერება, გურია და უფროსი ადამიანების ათი ისტორია. ტექსტები დიდწილად შეთხზულია, თუმცა გმირების განცდებზე დაფუძნებული", - წერს კეკელიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა