თეგებით ძიება

"ოლიგარქის ჯიბის სასამართლოზე რომ იცავდეთ თავს, საკუთარ დანაშაულებზე ისაუბრებდით და მსხვერპლისთვის ბოდიშის მოხდაზე ააგებდით თავდაცვის ტაქტიკას?" - ნანა გეგჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგჭკორი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"სასამართლოზე, მითემეტეს ოლიგარქის ჯიბის სასამართლოზე, რომ იცავდეთ თავს, საკუთარ დანაშაულებზე, შეცდომებზე ან გადაცდომებზე ისაუბრებდით და მსხვერპლისთვის ბოდიშის მოხდაზე ააგებდით თავდაცვის ტაქტიკას?
კონტექსტის გააზრება ძალიან გვიჭირს სამწუხაროდ...

P.S. პოლიტიკურ სიმპატია-ანტიპათიაზე არაა პოსტი და გთხოვთ, არ შეიწუხოთ თავი ჭკუის სწავლებით, ექიმი უნდა ვიყო თუ საკუთარი აზრი გამაჩნდეს იმაზე რაც ჩემს ირგვლივ ხდება", - წერს გეგეჭკორი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ რამდენიმე საქმეა აღძრული. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის პროცესი გაიმართა, სადაც სადაც 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. აღნიშულ პროცესზე ექსპრეზიდენტი პირველად წარსდგფა როგორც ბრალდებული.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა