თეგებით ძიება
29. 11. 2021 COVID - 19

საპატრიარქოს განცხადება ძალიან გონივრულია - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადება გონივრულია.

ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე თვეში შესაძლოა საპატრიარქოსგან ვაქცინაციისკენ მოწოდებაც გაჟღერდეს.

„მე ვთვლი, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა ვაქცინაციის მოწოდებები უნდა გააკეთონ. ეს კონკრეტული ორგანოებია დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს, ვინაიდან, ნებისმიერ განცხადებასა და პროფესიულ საკითხებთან მიმართებით შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარი და ავხსნათ ეს მოვლენები.

რაც შეეხება, საპატრიარქოს განცხადებას, ვთვლი, რომ არის ძალიან გონივრული. ის, რომ ისინი ამას არ ზღუდავენ, უკვე არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და დახმარება ჩვენთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში შეიძლება მოწოდებებზეც გადავიდეთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს საპატრიარქომ განაცხადა: „აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა, ამიტომ დაუშვებელია სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ​“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა