" მე-4 ბუსტერული დოზა" - ვის გაუკეთდება კოვიდვაქცინის დამატებითი დოზები
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ბრიტანეთის ვაქცინაციის და იმუნიზაციის გაერთიანებული კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სოციალურ ქსელში წერს:
"ბრიტანეთის ვაქცინაციის და იმუნიზაციის გაერთიანებულმა კომიტეტმა დღეს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: 1. ბუსტერული დოზები დააუმატეს 18 დან 39 წლამდე პოპულაციას 2. მეორე დოზიდან მესამე დოზამდე დრო შეამცირეს 6 დან 3 თვემდე 3. 12-15 წლის ასაკში დაამატეს მეორე დოზა 4. იმუნოკომპრომეტირებულ პოპულაციას შესთავაზეს მე-4 ბუსტერული დოზა", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.