თეგებით ძიება

"როდემდე უნდა გადაგვაყოლოთ ქვეყანა ამ მანიაკ სააკაშვილს?" - ირაკლი ლატარია

ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესს და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ჯიხურზე ასული თამლიანი, პოლიცელების გადმოგდებას ცდილობს.
უგულავამ პოლიციელებს თქვენ ხართ ძაღლებიო.
მიშას სექტანტები ბოძებზე დახტიან.

როდემდე უნდა გადაგვაყოლოთ ქვეყანა ამ მანიაკ სააკაშვილს? როგორ ექცევიან პოლიციელებს ხედავთ? ახლა რა დღეში არიან და ხომ წარმოგიდგენიათ 26 მაისსა და 7 ნოემბერს რას აკეთებდნენ?

იმედია, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე, თორემ უკვე ძალიან ყელში ამოგვივიდა ეს ყველაფერი.
იმდენი რამ ხდება ქვეყანაში, იმდენი რამ არის გასაკეთებელი და ამათმა კიდევ ,,ფრიი მიშაო".
დაისაჯოს ყველა, ვინც არ ემორჩილება კანონს, დაისაჯოს ყველა!!!", - წერს ლატარია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა