თეგებით ძიება

"ზვიადაურმა ახალგაზრდა ბიჭი მოკლა და გამოუშვეს... ქოცი თუ ხარ, თუ გინდა კოკაინი გაყიდე "სემიჩკის" ჭიქებით, მოსულა" - ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი თელავის სასამართლოს მიერ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურის გირაოთი გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმურება:

"ზვიადაურმა ახალგაზრდა ბიჭი მოკლა და გამოუშვეს, კანდელაკის ნაბიჭვარმა შვილმა ახალგაზრდა ბიჭი მოკლა და გამოუშვეს. მოკლედ ქოცი თუ ხარ თუ გინდა კოკაინი გაყიდე "სემიჩკის" ჭიქებით რუსთაველზე, ყველაფერი მოსულა.
მთავარია უქონელი და არაქოცი არ იყო", - წერს ოქრუაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს სოფელ წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. დაღულთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ყოფილ პარლამენტარს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ხოლის ჯაბა ჯანგირაშვილი იარაღის დაუდევრად შენახვას.

29 ნოემბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა