თეგებით ძიება

"მადლობა, ია… კეთილო და სხვანაირო!.." - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში მსახიობსა და ტელეწამყვანს, ია ფარულავას, რომლის გადაცემაში "ფარული კონვერტი" სტუმრად იყო, მადლობას უხდის.

"ტანდემი ნამდვილად შედგა… სასწაული წერილები მომდის… იყო წლები, როცა განადგურებული გულით მარტო ვუმკლავდებოდი გაუსაძლის ტკივილებს და ძალიან დიდ მონოლითთან მარტოს მიწევდა ბრძოლა… დიახ, ვიბრძობდი მახინჯი სტერეოტიპების წინააღმდეგ და ამაყი ვარ, ბევრი მათგანი დავამსხვრიე…

ამასობაში საზოგადოებაც გაიზარდა და მიხვდნენ, რომ ღმერთი მოძალადე და შურისმაძიებელი არ არის, ის მოსიყვარულე მამაა…
სასწავლი ბევრია, მე ყველაფერს გავაკეთებ, ადამიანებმა თავისუფლად ისუნთქონ და ღმერთის არ შეეშინდეთ…
მადლობა, ია… კეთილო და სხვანაირო!..", - წერს სასულიერო პირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა