თეგებით ძიება

"ბიჭი პირბადის არქონის გამო სცემეს, დააკავეს, მერე გირაოთი გამოსვლაზე უარი უთხრეს, მკვლელობაში ბრალდებული ზვიადაური გაათავისუფლა პროკურატურამ"

ჟურნალისტი, თამო კეშელავა შერჩევით სამართალზე წერს და ერთმანეთს განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის გათავისუფლებისა და ბიჭის საქმებს ადარებს, რომელიც პირბადის უქონლობის გამო დააკავეს, სცემეს და არ გაათავისუფლეს.

"ახალგაზრდა ბიჭი პირბადის არქონის გამო ჯერ სცემეს, მერე დააკავეს, მერე გირაოთი გამოსვლაზე უარი უთხრეს, იშიმშილა 35 დღე და სანამ საზოგადოება ფეხზე არ დადგა, ნუ მოკლავთო, წარბი არ შეუხრია პროკურატურას (ჯერაც დაკავებულია ის ბიჭი, 9-შია სასამართლო) და დღეს, აგერ, იგივე პროკურატურამ, მკვლელობაში ბრალდებული ზვიადაური გაათავისუფლა გირაოთი!
მერე იკითხავენ, ქვეყანა ჩალით ხომ არ არის გადახურულიო... რაის ჩალა, ხალხო, კარგა ხანია ჩალაც მოიპარეს, გვაწვიმს და გვათოვს, რაის ჩალა, გადაუხურავია, გადაუხურავი...", - წერს თამო კეშელავა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს სოფელ წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. დაღულთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ყოფილ პარლამენტარს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ხოლის ჯაბა ჯანგირაშვილი იარაღის დაუდევრად შენახვას.

29 ნოემბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა