ციციშვილის კლინიკაში 90 COVID ინფიცირებული ბავშვია, მათგან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
დღეის მდგომარეობით, ციციშვილის სამედიცინო დაწესებულებაში 90 ინფიცირებული ბავშვია. მათგან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
"კოვიდინფიცირებული პაციენტების მომართვიანობა კვლავ მაღალი რჩება, ამ ეტაპისთვის, ჩვენს დაწესებულებაში 90 ინფიცირებული ბავშვი მკურნალობს. მათგან 13 კი კრიტიკულია. 2 ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ერთი გახლავთ თვენახევრის ასაკის, ისინი მართვით სუნთქვას საჭიროებენ,"- აცხადებს ხარისხის მართვის და პაციენტთა უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერი სალომე ღამბაშიძე.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ვირუსს 80 ადამიანი ემსხვერპლა 5050 კი დაინფიცირდა.