თეგებით ძიება

"რაზე შეწუხდა ბატონი შალვა?!" - გიორგი ფხაკაძე ნათელაშვილს პასუხობს

საზოგადობრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერ, შალვა ნათელაშვილს პასუხობს.

"პოლიტიკოსები რომ მახსენებენ ?!
გადავხედე რაზე შეწუხდა ბატონი შალვა… პოსტკოვიდური სიმპტომების და გრძელი კოვიდის გართულებების შესახებ ბოლო კვლევების შედეგები არ მოეწონა…
ექიმმა აბა რაზე უნდა ისაუბროს?

გიზიარებთ ბოლო სამედიცინო ინფორმაციას გასაგებ და მარტივ ენაზე, რომ იყოთ “ინფორმაციულად” შეიარაღებული და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

”შელამაზებული” და “ტკბილი ტყუილი” არ არის გამოსავალი ამ პანდემიის დროს.
თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია.
ჯანმრთელობას გისურვებთ…
პს: თუ რამე არ მოგწონთ, ნუ გამოიწერთ ჩემს გვერდს. უკეთესია საერთოდ დაბლოკოთ ჩემი გვერდი", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილმა გიორგი ფხაკაძეზე დაწერა: "ვფიქრობ, კოვიდზე მეტად ამ კაცმა შეგვაწუხა".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა