თეგებით ძიება
30. 11. 2021 COVID - 19

წამახალისებელი პროგრამის დანერგვის შემდეგ 60 წელს ზემოთ ასაკის 51 757 მოქალაქე აიცრა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წამახალისებელი პროგრამის დანერგვის შემდეგ მნიშვნელოვნად გაზარდა 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების იმუნიზაციის პროგრამაში მონაწილეობა და შედეგად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 60 წელს ზემოთ ასაკის 51 757 მოქალაქე აიცრა

„მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა წამახალისებელი ღონისძიებები, მნიშვნელოვნად გაიზარდა 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების მიმართვიანობა აცრაზე. 20-21 დღის განმავლობაში 51 757 ადამიანი აიცრა. აღნიშნული კატეგორიის დღიური საშუალო მაჩვენებელი 2465-ს შეადგენს.

ამან გადააჭარბა, როგორც ნოემბრის საშუალო მაჩვენებელს, ასევე 5-6-ჯერ გადააჭარბა ოქტომბრის საშუალოს, ის მეტია სექტემბრის მაჩვენებელზეც, მხოლოდ აგვისტოს საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩება. მოგეხსენებათ, აგვისტოში ყველაზე მეტი აცრა გვქონდა. ვთვლით, რომ აღნიშნული ინიციატივა მუშაობს.

ჩვენ გუშინ გვქონდა დღიური 13 603 აცრა, საიდანაც 70% პირველი დოზით აცრა იყო. ძალიან კარგია, რომ პირველი დოზით შედარებით მეტი ადამიანი აიცრა. ამ პირველ აცრებში 52% იყო 60 წელს ზემოთ მოქალაქე. გვინდა, რომ დეკემბერში კიდევ უფრო მეტი ადამიანი აიცრას“,- აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის წამახალისებელი პროგრამის მიხედვით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს, ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა