თეგებით ძიება

"ვუყურებ ამ ციფრებს და მერე ვუყურებ ქართულ საინფორმაციო სივრცეს… სად არის პრობლემა?!" - ფხაკაძე კოვიდსტატისტიკაზე

საზოგადობრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კოვიდსტატისტიკას ეხმაურება და წერს:

"დღეს 80-მა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე საქართველოში!
საქართველოს მოსახლეობა 3\'729\'600 (ოფიციალურად, რეალურად 3,000,000 თუ დარჩა საქართველოში)
სრულად აცრილია მოსახლეობის 26.68%, მოზრდილი მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი მარტო ღმერთმა თუ იცის, რამდენია. რეალობაში მთელი მოსახლეობის 20% თუ არის სრულად დაცული, ესეც საკითხავია, აღარ ვსაუბრობ დაბალეფექტურ ვაქცინებზე.
ბოლო 7 დღის განმავლობაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულია 26\'461 ადამიანი,
გარდაცვლილია -- 439.
????????დღეს 11-მა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე დანიაში!
დანიის მოსახლეობა 5\'820\'900 (სწორი მონაცემებია)
სრულად აცრილია მოსახლეობის 76.58% (მაღალეფექტური ვაქცინებით) და მოზრდილი მოსახლეობის - 90%.
ბოლო 7 დღის განმავლობაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულია 25\'125 ადამიანი, გარდაცვლილია - 67.
კითხვები იბადება:
დანიაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით რატომ არ იცრება მოსახლეობის 23% და საქართველოში რატომ არ აიცრა მოსახლეობის 80%?
დანიაში კოვიდით რატომ გარდაიცვალა დღეს 11 ადამიანი და საქართველოში-80 ადამიანი?
დანიაში კვირაში 25,000 კოვიდინფიცირებული ადამიანი დარეგისტრირდა და საქართველოში კი - 26.500?
დასკვნა თქვენ თვითონ დაწერეთ კომენტარებში…
ვუყურებ ამ ციფრებს და მერე ვუყურებ ქართულ საინფორმაციო სივრცეს… სად არის პრობლემა, სად არის ხალხი და სად არის რეალობა ?!….", - წერს ფხაკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა