თეგებით ძიება

"არის ასეთი პრეცედენტები, როგორც არ უნდა იწუწუონონ დიქტატორის მომხეებმა...მითუმეტეს დიქტატორი ევროპულ დემოკრატიას აშენებდა.." - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"დიქტატორი "მე ვარ ახალი საქართველო" მომხრეები ირონიულად ქირქილებენ, თუ როგორ შეიძლება დიქტატორს წაუყენო ბრალდება პიჯაკების საქმეზე...ნუ, თავად დიქტატორი რა იძახის ამის შესახებ ცნობილია.

ამ დროს - გუშინ ესტონეთის სახელმწიფო პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა ბრალდებ ესტონეთის განათლების ყოფილ მინისტრ მაილის რეპსს ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და თაღლითობაში და საქმე სასამართლომდე მივიდა.

პროკურორების შეფასებით, რეპსმა თავისი მოღვაწეობის პერიოდში სამინისტროს ჩინოვნიკებს მის შვილებზე ზრუნვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა ანდო. მას ასევე ბრალად ედება მინისტრის ბარათის უკანონო გამოყენება მანქანისთვის საწვავზე და განყოფილების შენობაში დაბადების დღის აღნიშვნის ხარჯების არ ანაზღაურებაში.

მაილის რეპსს ასევე ბრალად ედება თაღლითობა განათლების სამინისტროს სახსრებისთვის ყავის მადუღარას შესყიდვაში, რომელიც მან სახლში გამოიყენა და გარდა ამისა, სამინისტროს სახსრებით ოჯახის წევრის დასვენებისა და მგზავრობის ხარჯების გადახდაზე. იუბილე ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნავს.

პროკურატურის ინფორმაციით, ჯამურად მაილის რეპსმა საკუთარი საჭიროებისთვის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაახლოებით 7500 ევრო დახარჯა.

სხვათაშორის პარლამენტმა ყოველგვარი ომის გარესე მოუხსნა მას იმუნიტეტი
ასე რომ, არის ასეთი პრეცედენტები, როგორც არ უნდა იწუწუონონ დიქტატორის მომხეებმა...მითუმეტეს დიქტატორი ევროპულ დემოკრატიას აშენებდა..", - წერს ზაზა წერეთელი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა