თეგებით ძიება

" ესაა უმწიფარობა და საბჭოთა მენტალობა" - ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია მიხეილ საააკშვილის მიერ 29 ნოემბერს სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

"რამდენიც არ უნდა წეროთ და იკითხოთ, რამდენიც არ უნდა აჩუქურთმოთ ქარაგმები, ადამიანი რომ წამებაზე აკეთებს განცხადებას და ამის ნაცვლად მისი ბოდიშის მასშტაბის საკმარისობა თუ გულწრფელობის ხარისხი ირჩევა, ესაა უმწიფარობა და საბჭოთა მენტალობა.
არ უშველის ამას წერა-კითხვები. ფაქტია", - წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ რამდენიმე საქმეა აღძრული. 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის პროცესი გაიმართა, სადაც სადაც 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. აღნიშულ პროცესზე ექსპრეზიდენტი პირველად წარსდგფა როგორც ბრალდებული.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა