თბილისში მაღაზია "აიპლიუსი" გაძარცვეს(ვიდეო)
თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე "აიპლიუსის" მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა.
როგორც სათვალთვალო კამერებში ჩანს, სავარაუდო დამნაშავეებმა მაღაზიის კარზე დამაგრებული სპეციალური მოწყობილობით გადაჭრეს.
თანამშრომლების ინფორმაციით, წაღებულია 10 მობილური ტელეფონი. ამ დროისთვის ზარალი დათვლილი არ არის.
"როგორც ყოველთვის გაიტანეს დაახლოებით 10 ცალი აიფონი. საჩვენებელი მოდელები რაც იყო დახლზე, ყველაფერი გაიტანეს. 4 წელია აქ ვმუშაობ და ეს მინიმუმ მე-10 შემთხვევაა ჩვენს მაღაზიაზე, მე რასაც შევსწრებივარ. ამისთვის დავამონტაჟეთ სპეციალური ჟალუზები, მაგრამ სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ამანაც ვერ დაგვიცვა. წინა შემთხვევებში უმეტესად არასრულწლოვნები აღმოჩნდნენ დამნაშავეები, მაგრამ ახლა რა კადრებიც ვნახეთ, ამის გათვალისწინებით, ახლა უკვე იყვნენ სრულწლოვნები. ამ შემთხვევაში მხოლოდ მობილურების წაღება მოასწრეს, როგორც ჩანს დაიბნენ სიგნალიზაციის გამო და გაიქცნენ", - ამბობს აიპლიუსის თანამშრომელი ანა ხუჯაძე.