თეგებით ძიება
01. 12. 2021 COVID - 19

"ომიკრონის" ამოსაცნობად ქვეყანა სფეციფიკურ PCR ტესტებს მიიღებს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" ამოსაცნობად ქვეყანას სპეციფიკური PCR ტესტები მიეწოდება. ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსთან ისაუბრა.

"ჩვენთან უკვე შემუშავდა პროტოკოლი, თუ როგორ შეიძლება ეჭვის მიტანა ომიკრონზე. აღნიშნული გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას, ასევე ყველა ლაბორატორიას, ვინც აწარმოებს PCR დიაგნოსტიკას. ასევე, ჩვენი წინადადებაა, რომ შერჩევითად გარკვეული ნიმუშები გამოიგზავნოს ლუგარის ლაბორატორიაში, რათა ჩატარდეს ძვირადღირებული სეკვენირება, რომლითაც საბოლოოდ დადასტურდება ახალი შტამი. ახალ შტამს სპაიკცილაში 50-ზე მეტი მუტაცია აქვს, აქ არის სპეციფიური მუტაციები, რომელსაც ჩვენ სეკვენირებთ ვადასტურებთ.

ქვეყანაში არსებობს პირველი წინასწარი პროტოკოლი, თუ სად უნდა მივიტანოთ ეჭვი ახალ შტამზე და რა უნდა გავაკეთოთ. ალბათ, სპეციფიური PCR მალე მოგვეწოდება პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ჩვენც ვაკეთებთ სეკვენირებას, რომელიც ყველაზე ზუსტია", - განაცხადა გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა