თეგებით ძიება
01. 12. 2021 COVID - 19

სწრაფი ტესტი ახალ შტამს, "ომიკრონს" ვერ ამოიცნობს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწრაფი ტესტი კორონავირუსის ახალ შტამს, "ომიკრონს" ვერ ამოიცნობს.

"სწრაფი ტესტი ვერ ამოიცნობს ახალ შტამს, "ომიკრონს". ახალ შტამზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია ზოგიერთი PCR მეთოდით, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება და სამ გენზე მუშაობს. ახალი შტამის, "ომიკრონის" ამოცნობა სპეციალური პისიარით ხდება. ხვალ ან ზეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ექნებათ ლუგარის თანამშრომლებს კონსულტაცია. უკვე არის გარკვეული სპეციფიური პისიარი, რომელიც ჩვენ გვაქვს "დელტა" და "ალფა" შტამზე და მის იდენტიფიცირებას ვახდენთ. სპეციფიური პისიარი, დიდი ალბათობით ამბობს, რომ საქმე გვაქვს "ომიკრომის" შტამთან, თუმცა, საბოლოოდ, მისი იდენტიფიცირება ხდება ვირუსის გენომის სეკვენირებით, დაშლით, რომელსაც ვაკეთებთ სხვა შტამების იდენტიფიცირებისას", — აცხადებს გამყრელიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა