თეგებით ძიება
01. 12. 2021 COVID - 19

პენსიონერები, რომლებიც აცრის წამახალისებელ 200-ლარიანი დანამატს მიიღებენ - იხილეთ განმარტება

60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დანამატის გაცემის პროგრამა 9 ნოემბრიდანაა ძალაში. ამ ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი ადამიანები, რომლებიც 9 ნოემბრიდან მოყოლებული, მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, პირველ კოვიდსაწინააღმდეგო აცრას გაიკეთებენ, აღნიშნული თანხის მიღებას შეძლებენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან გოგოძეს თქმით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სააგენტო სოციალური მომსახურების სააგენტოს აცრილების ბაზას ყოველი თვის პირველ და 15 რიცხვში მიაწვდის. სააგენტო კი, აღნიშნული რიცხვიდან ხუთი დღის განმავლობაში განახორციელებს 200 ლარის დარიცხვას. თანხა მოქალაქეებს მათ საპენსიო ანგარიშზე დაერიცხებათ.

ამასთან, რადგან საქართველოში მამაკაცის საპენსიო ასაკი 65 წლიდან იწყება, იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 60-დან 65 წლამდეა და არ არიან პენსიის მიმღებნი სოციალური მომსახურების სააგენტო „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ანგარიშებს თავად გაუხსნის და ეს ადამიანები თანხებს 5 დღის ვადაში მიიღებენ.

გოგოძეს თქმით, თუ ადამიანი დეკემბრის ბოლო რიცხვებში აიცრება, დანამატს 2022 წლის პირველ დღეებში, გაწერილ ვადებში მიიღებს.

"დანამატს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვისაც 9 ნოემბრამდე არც ერთი დოზა ვაქცინა არ აქვთ გაკეთებული და პირველ აცრას ახლა იტარებენ", - განაცხადა მან.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა