თეგებით ძიება
01. 12. 2021 COVID - 19

ვიცით, რომ ახალი შტამი უფრო სწრაფად და ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით 40-წლამდე მოსახლეობაში - ამირან გამრყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალ შტამზე „ომიკრონზე“ საუბრობს.

„შტამი „ომიკრონი“ ახალი მუტაციაა. რაც გაჩნდა ეს ვირუსი, ასობით და ათასობით მუტაცია იყო, მაგრამ საყურადღებო ან შემაშფოთებელი იყო თითებზე ჩამოსათვლელი. კვალიფიკაცია „შემაშფოთებელი“ მიენიჭა სულ რამდენიმეს: „ალფას“, „ბეტას“, „გამას“, „დელტას“, რომელმაც ყველაზე ძალიან შეგვაწუხა და მაის-ივნისიდან მოყოლებული სწორედ „დელტამ“ გამოიწვია ის, რომ გვქონდა ძალიან მძიმე აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი. ამის შემდეგ გაჩნდა ახალი შტამი. ჯერჯერობით უნდა დავიცადოთ 2-3 კვირა. არ ვიცით რამდენიმე მთავარი [მონაცემი]. ვიცით, რომ ის უფრო სწრაფად და ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით 40-წლამდე მოსახლეობაში. არ ვიცით არის თუ არა ის მეტად აგრესიული, ვიდრე „დელტა“ ან სხვა შტამი. ანუ რამდენად უფრო მძიმე მიმდინარეობას იწვევს და რამდენად არის აგრესიული და მეტია თუ არა სიკვდილიანობა. ჯერ ეს მონაცემები არ ვიცით, ამას სჭირდება დაკვირვება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა