თეგებით ძიება
01. 12. 2021 COVID - 19

საკოორდინაციო საბჭოს შეცდომაა, რომ ყველა კოვიდგადატანილს აძლევს "მწვანე პასპორტს - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს შეცდომაა ის, რომ ყველა ადამიანს, ვინც ოდესმე კორონავირუსი გადაიტანა, "მწვანე სტატუსი" ენიჭება.

"ეს არის ძალიან დიდი შეცდომა საკოორდინაციო საბჭოსი, რომ ყველა კოვიდგადატანილს აძლევს "მწვანე პასპორტს." მხოლოდ იმათ, ვისაც ბოლო 6 თვეში აქვთ გადატანილი, უნდა მიეცეთ "მწვანე პასპორტი", ასეა უცხოეთის ყველა ქვეყანაში. რა გამოვა - საქართველოს ნება ორი კოვისდპასპორტი - ერთი უცხოელებისთვის სადაც მხოლოდ ბოლო 6 თვის კორონავირუსის გადატანა ჩაითვლება და მეორე, შიდა მოხმარებისთვის - სადაც ყველა კოვიდგანატანილი ჩაითვლება. ეს სწორი არაა და, იმედი მაქვს, გამოასწორებენ,"-აცხადებს ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში "მწვანე პასპორტები" ამოქმედდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა