თეგებით ძიება

თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებით საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი კვდება

ექიმი, არჩილ მარშანია სიგარეტით გამოწვეულ პრობლემებსა და დაავადებებზე სოციალურ ქსელში წერს:

"სიკვდილიანობა:

მწეველების ნახევარი კვდება თამბაქოს მიერ გამოწვეული დაავადებებით, თამბაქოს მოწევისგან ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი იღუპება, მათგან 7 მილიონზე მეტი მოდის უშუალოდ თამბაქოს მწეველებზე, ხოლო 1 200 000 არამწეველი ადამიანი იღუპება თამბაქოს კვამლის ხშირად შესუნთქვით.

თამბაქო კლავს საკუთარი მომხმარებლების თითქმის ნახევარს. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს ერთი მილიარდი მწეველიდან 80% დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე მოდის.

საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი კვდება თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებით, მათგან ყოველი მეხუთე პასიური მწეველია.

დამოკიდებულება:

სიგარეტზე დამოკიდებულება ორი ძლიერი ფაქტორით არის განპირობებული:
ფსიქოლოგიური და ფიზიკური.

ორი, ფაქტორით გამოწვეული დამოკიდებულება სიგარეტს ხდის ძალიან მავნე და რთულად გადასაჩვევ მოვლენად, დამოკიდებულების ხარისხი უთანაბრდება კოკაინს და ჰეროინს.

პოპულარიზაცია/პროპაგანდით შექმნილი მყარი და მავნე სტერეოტიპები:

ეს ყველაფერი კარგი და თანმიმდევრული მარკეტინგული ხრიკებით/წახალისებით ხდებოდა:

1- ჯერ იყო და უკეთესი ვიზუალისთვის და კოფორტისთვის (ქალებისთვის), შემდეგ კი უსაფრთხოებისთვის შეიქმნა სიგარეტის ფილტრები, რომელიც დღემდე გონიათ რომ სიგარეტს ხდის უსაფრთხოდ.

სინამდვილეში კი ეს ყველაფერი პირიქით არის, ფილტრიანი სიგარეტი უფრო მავნებელია.
რაც ფილტრის შექმნამ გამოიწვია არის ის რომ:

სიგარეტი გახდა უფრო გემრიელი;
ნიკოტინის დოზის შემცირებით, ნიკოტინის დამოკიდებულების დასაკმაყოფილებლად, მეტი სიგარეტის მოწევა გახდა საჭირო;
შესაბამისად სიგარეტის გაყიდვები გაიზარდა;
გაიზარდა მწეველების რაოდენობა, შესაბამისად სიკვდილიანობაც.

ის ფაქტი რომ უფილტრო სიგარეტი თავისთავადე ცოტა მეტ რისკს შეიცავს ინდივიდუალურად, არაფერს ნიშნავს, რადგან ფილტრის შექმინს შემდეგ მწეველთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა, თამბაქოს ინდუსტრიამ იშოვა დიდი ფული და კვდება უფრო მეტი ადამიანი - მიტომაც იწოდება სიგარეის ფილტრი ყველაზე მომაკვდინებელ აფიორად კაციობრიობის ისტორიაში.

2 - სიგარეტის რეკლამირება ხდებოდა და ჩამოყალიბდა რაღაც მაჩოური გამოვლინების და თვითამკვიდრების ხელსაწყოდ.
შეიქმნა \'\'მალბორო მენის\'\'-ს ტიპაჟი, იქმნებოდა სხვადასხვა პერსონაჟები რომლის განუყოფელი ნაწილი იყო სიგარეტის მოწევა და ა.შ.

პასიური მწეველობა:

მწეველისგან მიღებული კვამლის შესუნთქვა არის პასიური მწეველობა.
ყოველ წელს 1 200 000 არამწეველი ადამიანი იღუპება თამბაქოს კვამლის ხშირად შესუნთქვით.

მესამე ხელით მწეველობა:

მოწევის შემდეგ მყარ საგნებზე არსებულ ტოქსიკურ ნარჩენებთან ექსპოზიცია არის მესამე ხელით მწეველობა. მისი პრევენცია შეუძლებალია ოთახის განიავებით და ის ზრდის კიბოს რისკებს. მისი ერთადერთი პრევენცია არის არამწეველების სივრცის შექმნა.
მარტივად რომ ვთქვათ თუ გახვალთ გარეთ მოწევთ შემოხვალთ და იმ ხელებით ბავშვს მოეფერებით ამ ტოქსიკურ ნივთიერებებს აწვდით მას, თუ ოთახში მოწევთ და ბავშვი შემოვა ოთახში და შეეხება ზედაპირებს სადაც დალექილია ტოქსინები, მიიღებს მას, იგივეა ავტომობილზეც.

WHO-ს 2019 წლის 19 დეკემბრის განცხადებაში აღნიშნულია რომ ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც მწეველი მამაკაცების რაოდენობა შემცირებისკენ წავიდა, რაც ძლაიან კარგი ინფორმაციაა თამბაქოს ეპიდემიის გათვალისწინებით. ეს ყველაფერი ცნობიერებისამაღლების და ასევე შეზღუდვების (სპეციალური მოსაწევი ადგილები, აქციზზე ფასის გაზრდა, რეკლამის და არასრულწლოვანებზე სიგარეტის მიყიდვის აკრძალვა და ა.შ.) დაწესების შედეგია.

ამიტომ მიუხედავად იმისა, თუ რას ქადაგებს გზააბნეული თინეიჯერების პოლიტიკური იდეოლოგია, თამბაქოზე უნდა დაწესდეს მაქსიმალური შეზღუდვები და რეგულაციები, როგორც მინიმუმ* იმიტომ რომ მწეველმა სხვა არ დააზიანოს.
ჯანმრთლეობას გისურვებთ", - წერს მარშანია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა