თეგებით ძიება

"მომეშველეთ და ვფიცავ, ათჯერ მეტს დავაბრუნებ კეთილი საქმეებით" - გიგა მაქარაშვილს დახმარება სჭირდება

სამოქალაქო აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს დახმარება სჭირდება. როგორც მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მას 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდა უწევს.

"გამარჯობა!
თქვენი დახმარება მჭირდება!
ეს ფოტო 3 ივნისსაა გადაღებული.
ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ბენეფიციარების ამბავზე რომ ვწუხდით და აქციებს ვაწყობდით, მაგ დროს.
ერთერთი აქციის დროს, პროკურატურასთან დამაკავეს, თან ისე რომ ხელი მომტეხეს, მერე დიდი ხანი სასწრაფო არ მომიყვანეს, მერე სასამართლოზე მიმიყვანეს და 2000 ლარით დამაჯარიმეს.

ამ ჯარიმას კი გავასაჩივრებთ, სტრასბურგამდე ჩავალთ და მოვიგებთ კიდეც საქმეა, მაგრამ მანამდე ეს 2000₾ მაქვს გადასახდელი და ჩემით ვერ ვიზამ.

ასე დამპალი მეთოდებით ცდილობს სიატემა ჩვენს გაჩერებას.
მომეშველეთ და ვფიცავ, ათჯერ მეტს დავაბრუნებ კეთილი საქმეებით", - წერს მქარაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა