თეგებით ძიება

ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეუძლია, მივიდეს სასამართლოში - ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას შეუძლია ხვალ სასამართლოში მისვლა.

დღევანდელი დღით პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მზად არის ხვალინდელი დღისთვის. გუნება-განწყობა არის დამაკმაყოფილებელი. არანაირი პრობლემა ხვალინდელი დღისთვის არ არის. ანალიზების მხრივ ყველაფერი დამაკმაყოფილებელია, რიგზეა. ზოგიერთებმა განაცხადეს, რომ არის პრობლემა. მე ამ პრობლემას ვერ ვხედავ. ფერმენტები არის უამრავი. ნათქვამი იყო არასპეციალისტის მიერ. ფერმენტებთან დაკავშირებით შემიძლია, ვილაპარაკო სპეციალისტთან და არასპეციალისტმა უნდა მიხედოს თავის სფეროს. რაც იყო ნათქვამი, ისიც უკვე თითქმის ნორმის ფარგლებშია.

მოხდა ნიველირება ყველა ანალიზის, თითქმის ყველაფერი ნორმაშია. კვების რაციონი არის სრული, გარკვეული პროდუქტების გამონაკლისით. რასაც თქვენ ჭამთ, იმას ჭამს, გარკვეული პროდუქტების გამონაკლისით. აბსოლუტურად შეუძლია, მივიდეს სასამართლოში, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 2 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილს ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" სასამართლო სხდომა გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა